ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
მედია ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კადრია და სწორედ ამიტომ სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, კახეთის გუბერნატორსაც მოუწევს თანამდებობიდან გადადგომა.
Knews.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციაში ქადაგიშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
უწყების ინფორნაციით, კახეთის გუბერნატორი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს.