მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ბელგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა და მთავარი ფავორიტი ტურნირს გამოთიშა.
ბელგიელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს ორივე გოლი – თვი დე ბრუინმა და ფერნანდინიომ (ავტოგოლი) გამოიჩინეს, ხოლო ბრაზილიელთაგან ერთადერთი გოლი რენატო ავგუსტოს ანგარიშზეა.