ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ჭუბერში ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა
ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. ჭუბერიდან იმ ოჯახები ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ზონაში ცხოვრობენ ან უსახლკაროდ დარჩნენ.არსებული ინფორმაციით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე პერიოდულად იკლებს ან იმატებს. ამ დროისთვის, მდინარეში წყლის დონე მომატებული არ არის.სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.ამასთან, ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი, რათა ჭუბერის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.
Gepostet von პირველი არხი am Freitag, 6. Juli 2018