სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში დღეს, საღამოდან კვლავ ნალექს ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, რომ კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში, დღეს მთელი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება. მისივე ინფორმაციით, ძლიერი ნალექია მოსალოდნელი აფხაზეთში, რის გამოც გამორიცხული არ არის მდინარეებში წყლის დონემ მოიმატოს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში, დღეს მთელი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 16:00 საათის შემდეგ იწვიმებს, განსაკუთრებით სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე ნალექის რაოდენობა მოიმატებს. ამჟამად აფხაზეთში ძლიერი წვიმაა. მდინარეები, რომლებიც სათავეს აფხაზეთში იღებენ, შესაძლოა, ამ მდინარეებში წყლის ნაკადმა მოიმატოს. საღამოს საათებში მთელ კავკასიონის ქედზე მოსალოდნელია ნალექი“, – განაცხადა დოდო გვავამ.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მოსალოდნელია წვიმა.
„დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. დროგამოშვებით გაძიერდება ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 22-27 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 34-35 გრადუსი.
თბილისში დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა“, -განაცხადა დოდო გვაზავამ.