aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

ჭუბერში მდინარე სახლის ეზოებში მიედინება (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭუბერში მცხოვრები ხათუნა ჩხეტიანი ჭუბერის ცენტრში არსებული ვითარების ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

Gepostet von ხათუნა ჩხეტიანი am Donnerstag, 5. Juli 2018

Gepostet von ხათუნა ჩხეტიანი am Donnerstag, 5. Juli 2018

შეგახსენებთ, სვანეთი კატასტროფის წინაშეა. ცოტა ხნის წინ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა.

ადგილობრივების თქმით, წყლის დიდმა მასამ წაიღო გზა, ცენტრალური და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ხიდი.

სოფელ ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ ჭუბერი გარესამყაროს მოწყვეტილია.

“ჯერ სამუშაოებზე საუბარი ნაადრევია, სანამ მდინარე კალაპოტში არ ჩადგა და ცოტა თუ არ დაიკლო წყლის დონემ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წყლის დონემ ცოტათი დაიკლო, მოსახლეობაზე საშიშროება შედარებით ნაკლებადაა და დანარჩენი, ფაქტობრივად, მთლიანი ჭუბერი გარესამყაროს მოწყვეტილები ვართ”, – აცხადებს ვიბლიანი.

ვიდეო: ხათუნა ჩხეტიანი

იტვირთბა....