“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პოლიტსაბჭოდან გარიცხვის შესახებ “მეტრონომთან” საუბრობს.
“არამგონია რომ სწორი იყოს ფორმულირება მისი გარიცხვის შესახებ. ის თვითონ წავიდა პოლიტსაბჭოდან. კვირიკაშვილი გადადგა ღირსეულად. მან განაცხადა რომ აქვს შეუთანხმებლობა ბიძინა ივანიშვილთან, მართალია ეს არაა დიპლომატიური ენით ნათქვამი, მაგრამ ასე ითარგმნება. მან ეს აღიარა და სხვებისგან განსხვავებით არ გაპარულა.
ყოფილმა პრემიერმა ფაქტობრივად კარები გაიჯახუნა. ჩვენ ვხედავთ მეორე ეტაპს მან ასევე გაიჯახუნა ფანჯარაც და მესამე ეტაპზე შეიძლება “ქართული ოცნების” ოფისის ფანჯრების მსხვრევაც გამოიწვიოს, რადგან კვირიკაშვილი საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელია. ის ფაქტობრივად გამოიყენეს და სანამ ბოლომდე არ გამოწურეს ლიმონივით, მანამდე კი აკეთებინეს თავიანთი საქმე.
თუმცა კვირიკაშვლმა ზოგიერთი მიმართულებით საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადადგა, თუნდაც იგივე, რომ სურდა აშშ-სთნ პოზიტიური მომენტების შეტანა, კვირიკაშვილს ივანიშვილმა არ აპატია ევროპული ზურგის შექმნა და სწორედ ამიტომ გაუშვა ყოფილი პრემიერი, ჯანელიძე და ზედ მიაყოლა მისი ერთგული კადრი ქუმსიშვილი” – განაცხადა რომან გოცირიძემ “მეტრონომთან” საუბრისას.