საერთაშორისო გამჭვრივალობას კონფიდენტებმა ის კორუფციული სქემები გაშიფრეს, რომლითაც დღეს სასამართლოში საქმეები ლაგდება და რომლის სათავესთანაც გავლენიანი კლანები დგანან – კორუფციული გარიგებები სასამართლოში და ე.წ. ბოსები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მართლმსაჯულებით ვაჭრობენ.
ამონარიდი ანონიმური წყაროს ჩვენებიდან: “საქმეები ლაგდება „ბოსებთან” ანუ, გავლენიანი ჯგუფის წევრი მოსამართლე იღებს ფულს და შემდეგ საქმეებს ანაწილებს იმ მოსამართლეებთან, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან.”
სკანდალური კვლევაში მოყვანილი ფაქტები ანონიმურობის დაცვის გარანტიით საერთაშორისო გამჭვირვალობას ყოფილმა მოსამართლეებმა და მოქმედმა ადვოკატებმა მიაწოდეს.
„როგორც წესი, უკანასკნელ წლებში, პროფესიულ წრეებში, არსებობს განწყობა, რომ მნიშვნელოვნად არის მომატებული კორუფციის რისკები და კორუფციის სავარაუდო შემთხვევები სასამართლო სისტემაში. მაგალითად მოქმედი ადვოკატები, თავის სფეროშია აღიარებული სპეციალისტები ამბობენ, რომ პირდაპირ იციან იმ სქემის შესახებ, რომლითაც მოსამართლეებთან საქმეები ლაგდება გავლენიან ჯგუფთან და ამის შესაძლებლობა არსებობს,“- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი ოლიკო შერმადინი.
გარდა ამისა, შერმადინის თქმით, ადვოკატები ჰყვებიან, რომ პირველად ამდენი წლის შემდეგ მატ დამქირავებელი სასამართლოში საქმეების მოგვარებას ასეთი გზებით თხოვენ.
რაც შერმადინის თქმით, იმის დასტურია, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასა და კორუფციის შესაძლებლობაზე საზოგადოებაც ინფორმირებულია.
როგორც კვლევაში ყოფილი მოსამართლეები მიუთითებენ მოსამართლეებს,რომლებიც „საქმეებს აგვარებენ“ საკუთარი კონტაქტები აქვთ, როგორც საკანონმდებლო ასევე სახელისუფლებო წრეებში
ხელისუფლებსა და მოსამართლეებს შორის ერთ-ერთი მაკავშირებლის განცხადებით დეპუტატი ვანო ზარდიაშვილია.