მთავრობის რესტრუქტურიაზაციას პირველი მოსმენით მხარი „ევროპულმა საქართველომ“ არ დაუჭირა. პარტიის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობა არ აპირებს შემოიჭიროს ქამრები და ხალხს კეთილდღეობა გადაუნაწილოს.
„არ დავუჭირეთ პრინციპების დონეზე მხარი ბახტაძის მიერ შემოთავაზებულ მთვრობის რესტრუქტურუზაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამას არაფერი საერთო მცირე მთავრობის კონცეფციასთან არ აქვს. მთავრობა არ აპირებს შემოიჭიროს ქამრები და კეთილდღეობა გადაუნაწილოს ხალხს და ხალხში დატოვოს მეტი ფული გადასახადების დაწევით. ბუნებრივია, თუ მთავრობა ამას არ აკეთებს და არ აქვთ წარმოდგენილი ფურცელზე დაწერილი გეგმა, როგორ აპირებს შემოიჭიროს ქამრები?! ბუნებრივია, „ევროპული საქართველო“ ასეთი მთავრობის რესტრუქტურიზაციას მხარს ვერ დაუჭერს და ის ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც კვირიკაშვილის მთავრობა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.