ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები მარგველაშვილს და პოროშენკოს შეხვდებიან

“ნატო”-ს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან შეხვედრას 12 ივლისს გამართავენ. შეხვედრა “ნატო”-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს სამიტის პროგრამაში.

„12 ივლისს ნატო-ს საბჭოს სხდომა გაიმართება სახელმწიფოების ლიდერების დონეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები“, – ნათქვამია ნატო-ს სამიტის პროგრამაში.

შეხვედრამდე ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

იტვირთბა....