ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შესაძლო გახსნისა და „სასაზღვრო ტერიტორიებზე“ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
რაშიდ ნურგალიევმა და ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რაიონში ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სატრანზიტო გზის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, ტრანსპორტისთვის შემოვლითი გზა აშენდეს. მათ ასევე დაათვალიერეს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ახალგორის რაიონში აშენებული ობიექტები. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ანატოლი ბიბილოვმა და რაშიდ ნურგალიევმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები „სამხრეთ ოსთის სასაზღვრო ტერიტორიებზე“.