ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დევრიშაძესთან კონტრაქტს წყვეტს

ოპოზიცია არ გამორიცხავ იმ მოსაზრებას, რომ იყო თუ არა პეტრე დევრიშაძის კომპანიისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ახალ ტენდერზე უარის თქმის მიზეზი მისი ხმაურიანი საქმე. მათივე მტკიცებით, ნებისმიერ შემთხვევაში კითხვები არსებობს და მათ პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას – მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ტენდერის გაუქმებას ობიექტური მიზეზი ექნება. ინფორმაციას “რუსთვი2” ავრცელებს.

“მე არ მგონია კითხვის ნიშნები გაჩნდეს უკანონობასთან დაკავშირებით,”-აცხცადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ სახელმწიფო ორგანოებმა  სავარაუდოდ დევრიშაძის კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებაზე სავარაუდოდ, უარი თქვეს, თუმცა უკვე დადებულ ხელშეკრულებებზე, ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს.

იგივე პოზიციას იზიარებს “ნაციონალური მოძრაობა.” პარტიაში აცხადებენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ ვინ დაავალა თავდაცვის სამინისტროს დევრიშაძის კომპანიასთან ხელშეკრულების დადება.

იტვირთბა....