ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს

ზურაბ პატარაძემ, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა,  თანამდებობას ტოვებს. დღეს, 4 ივლისს 12 საათზე  მთავრობაში ბრიფინგია დაგეგმილი, განცხადებას თავად ზურაბ პატარაძე გააკეთებს.

„ბათუმელების “ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის არაოფიციალური შეხვედრა ბათუმში. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ შეხვდა.

ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კადრი იყო, ის აჭარის მთარობის თავმჯდომარედ 2016 წლის ივლისში არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დანიშნეს. შემდეგ კი ის აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კენჭისყრით დაამტკიცა.

დღეს ის თავის ორი წლის საქმიანობას შეაფასებს და გადადგომის შესახებ განაცხადებს.

იტვირთბა....