ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის სახლთან მოსახლეობა სამართალდამცველებს დაუპირისპირდა

იუსტიციის სახლთან  სამართალდამცველებს მოსახლეობა დაუპირისპირდა. როგორც “რუსთავი 2” იტყობინება, თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა 10 წლამდე ასაკის ბავშვი მიმდებარე ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

“სავარაუდოდ, შსს-ის თანამშრომლები მისცვივდნენ, ბავშვზე ძალადობდნენ. ბავშვი ღრიალებდა, ტიროდა, ყვიროდა, მანქანაში ძალადობით ჩატენეს,”- აცხადებენ თვითმხილველები “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში აცხადებენ, რომ ბავშვი სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის ფარგლებში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მას მშობლების ან მეურვის თანდასწრებით დაკითხავენ.

იტვირთბა....