პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციას ეხმაურება.
როგორც “მეტრონომთან” მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ის მზადაა სარალიძეს გვერდით დაუდგეს რადგან ორივეს შვილმკვდარი და გამწარებული მამაა.
“მე ზაზას აუცილებლდ შევუერთდები, რადგან ამ პროცესების დაწყებისთანავე მის გვერდში ვედექი. ჩვენში ძმობაც გაჩნდა – ერთანაირად გამწარებული ხალხის. ხვალისთვის მე ზაზას შევუერთდები და მხარს დავუჭერ, მაგრამ ჩემი და ჩემი შვილის საქმე არამგონია ამ ხელისუფლებამ გამოიძიოს. ყველანაირად ცდილობენ ამ ყალბი მესიჯების გამოყენებითა და ამ ტყუილებით თავიანთი შეცდოომა არ აღიარონ” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა.