ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ივნისის თვეში საქართველოში 727,385 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
მისივე თქმით, ტურისტების რაოდენობით ლიდერობს თბილისი და აჭარა. ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა.
“2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 606,792 შეადგინა, ზრდა +14.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 399,989 შეადგინა, რაც 68,550-ით მეტია 2017 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +20.7%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+27.5%), აზერბაიჯანიდან (+10%), სომხეთიდან (-5.5%) და თურქეთიდან +(14.7%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +73%, ჩეხეთი +72%, გერმანია +63.6%, საფრანგეთი +44.3%, პოლონეთი +36.7, გაერთიანებული სამეფო +32.5%, იტალია +27.2% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +955.5%, ქუვეითი +395.8%, კორეის რესპუბლიკა +192.8%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +159.3%, ჩინეთი +92.3%, ბელარუსი +56.9%”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ კომპონენტშიც ზრდა ფიქსირება.
“2018 წლის იანვარ-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 3,561,961 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,997,448 შეადგინა, ზრდა+16.4%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,933,774 შეადგინა, რაც 359,930-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +22.9%)”, – აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში