ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია “ევროპულ საქართველოზე”: “ხელის დაფარება რომ ყოფილიყო, ამ კომისიას არავინ შეგაქმნევინებდათ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს „ევროპული საქართველოდან“ , უპასუხა რომ ხელის დაფარება რომ ყოფილიყო, ამ კომისიას არავინ შეგაქმნევინებდათ.

„პოლიტიკურ ჭრილში თუ გადაიყვანთ ბრალდებებს, პოლიტიკური პასუხები გვექნება. თავი შეიკავეთ მენტორული და მორალისტური პოზიციებისგან, როდესაც თითს გვიქნევთ და გვეუბნებით, რომ ჩვენ ხელს ვაფარებთ. არავინ არავის აფარებს ხელს. თქვენ რაც ხელი დაგიფარებიათ, იმაზე არ გიგიათ პასუხი ჯერ. ამ კომისიაში ეს განწყობა რომ ვინმეს ჰქონოდა, კომისიას არავინ შეგაქმნევინებდათ. არავინ მოგცემდათ მანდატს, რომ კომისია შექმნილიყო. ეს სწორედ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ არავის არ დარჩენოდა განცდა თითქოს, არ გვაინტერესებს ამ საქმეზე რა ხდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....