ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

სარალიძე: “რატომ არ წაუყენეს ბრალი თემირლანს თუ ტერორისტი იყო? პასუხებს ვითხოვთ სასწრაფოდ”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვყენებს და აცხადებს, რომ ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სასწრაფო განმარტებას ითხოვენ.

“1. რატომ არ აქვს ოჯახს წვდომა სრულად საქმის მასალებზე, საიდანაც გაირკვევა, თუ როგორ აღწერს სპეცრაზმელი უშუალოდ როგორ ცდილობდა ხელყუმბარის გააქტიურებას თემირლანი, რის გამოც იძულებული გახდა ესროლა;

2. რატომ არ აქვს მალხაზს სტატუსი, რატომ არ ცნობენ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ამ დრომდე;

3. სროლის შემდგომ 3 საათის განმავლობაში რა სამართლებრივი საფუძვლით იყო სუსი თემირლანის ოთახში ყოველგვარი მოწმეების გარეშე და მთელი ამ დროის განმავლობაში რატომ ჰყავდათ ოჯახის წევრები გამოკეტილი.

4. რატომ დამალეს დღემდე ტელეფონი და რატომ არ ქონდა ოჯახს პასუხი არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ მიმდინარეობდა ექსპერტიზა ამერიკაში, იქნებ ოჯახსაც ქონდა სურვილი დაესვა კითხვები და საპირისპირო ემტკიცებინათ, რატომ აკეთებენ ყველაფერს ერთპიროვნულად და რატომ არის გარიყული ამ პროცესში თემირლანის მხარე?

5.და მთავარი. რატომ არ წაუყენეს ბრალი თემირლანს თუ ტერორისტი იყო?
კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმის მიღმა.

პასუხებს ვითხოვთ საჯაროდ და სასწრაფოდ!!!”, – აცხადებს სარალიძე.

იტვირთბა....