ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “კუპრავას კომისაზე მოწვევა შეცდომაა – ის მხარეა”

პარლამენტში შექმნილი ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია დღევანდელ სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევას შეცდომას უწოდებს. ბესელია ამბობს, რომ კუპრავა მხარეა.

“არ მგონია, რომ სწორია საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება, იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია, შემსწრეა ან პირველწყაროა, ზვიად კუპრავა დაიკითხოს. კუპრავა თვითმხილველი არ არის. გასაგებია მისი პოზიცია. ის პირდაპირ მხარეა. ამიტომ ამ ადამიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოწვევა და დღეს გამოკითხვა, არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს. ეს იყო შეცდომა. კომისიას აქვს მაღალი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და საჭიროა პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ზვიად კუპრავას გამოკითხავენ.

იტვირთბა....