ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა.
თვითმხილველების განცახადებით ავარიის შედეგად მოზარდმა გონება დაკარგა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მოზარდი მსუბუქად დაშავდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.