პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც ეროვნულ გამოცდებსაც შეეხო. მისი განცხადებით, გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთაც შეიძლებოდა და მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი იქნება განხილული.
ეს გარემოება არის ძალიან ცუდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ თუ როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. გავერკვევი დეტალებში თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება“, – განაცხადა ბახტაძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, წელს კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, რუსთავში მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას.