გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივლინებაში წელს ორჯერ იმყოფებოდა. ამის შესახებ “მეტრონომის” გორის კორესპოდენტი იუწყება.
თავზარაშვილი 10 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით თურქეთში, საფეხბურთო კლუბ “დილას” მიწვევით იმყოფებოდა. სამივლინებო ხარჯები გორის მერიის მიერ არ ანაზღაურებულა. გორის მერი 7 დღით იმყოფებოდა ესპანეთში ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე “გენდერულ თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის გამოცდილების გაზიარება”.
კონსტანტინე თავზარაშვილი ესპანეთში 25 მაისს გაემგზავრა. მივლინებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 273.94 ლარი გადაიხადა.