ღუდუშაურის კლინიკასთან მომღერალ ირაკლი ნოზაძის ძმამ, დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ირაკლი ნოზაძის დაჭრა, სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავასთან ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხზე კონფლიქტს უკავშირდება, რომ მისი ინფორმაციით, არანაირ ნარკოტიკზე საუბარი არ არის.
რაც შეეხება მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავით ნოზაძის თქმით, მისი ძმის მდგომარეობა მძიმეა, საუბარი უჭირს და თავს სუსტად გრძნობს, რის გამოც პერიოდულად სისხლის გადასხმა სჭირდება.
„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ორი გოგო დააკავა.