დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გამოკითხვაზეა დაბარებული.
მელია პროკურატურაში 11:00 საათზე უნდა მივიდეს.
როგორც ცნობილი გახდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო გამოიკითხება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად 11 ივნისს დააკავეს.