ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავი: “თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია”

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილმა გვანცა რამიშვილმა განაცხადა, რომ თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ეს დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზამაც. ამის შესახებ ინფომაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მისი თქმით, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც სიცრუეა, თითქოს ირაკლი ნოზაძე და ბრალდებული ჯანჯღავა მეგობრები არ იყვნენ.

„თამთას არანაირი შეხება არასდროს ჰქონია ნარკოტიკულ საშუალებასთან. ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, არც მომხდარი ფაქტის დროს. აღნიშნული დაადასტურა ექსპერტიზამაც. ასევე, არასწორია ის, რასაც მედიაში აკეთებენ კომენტარებს, თითქოს ირაკლი ნოზაძე და თამთა არ იყვნენ ვითომ მეგობრები. მე როგორც ვიცი, ისინი იყვნენ მეგობრები. თუმცა, რა მოხდა კონკრეტულად, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია, ვინაიდან ჩვენ თამთას არ გავსაუბრებივართ“, – აღნიშნა გვანცა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....