ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანიაში სერიულ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

სერიულ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში პოლიციამ დააკავა. გერმანული მედიის ინფორმაციით, 25 და 34 წლის მამაკაცები ბავარიაში აიყვანეს.

გამოძიების ცნობით, მათ აშაუსა და როზენჰეიმში რამდენიმე სუპერმარკეტის გაქურდვაში ედებათ ბრალი. საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში პოლიციამ რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების ნაქურდალი ნივთები იპოვა, მათ შორის, თამბაქო და კოსმეტიკური საშუალებები.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკავებული მანამდე ქურდობის მუხლით ნასამართლევი იყო.

იტვირთბა....