aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ირაკლი ნოზაძის დაჭრის გამო დაკავებული ქალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიციამ ქუჩის ბიჭების დაჭრის ფაქტზე დღეს დაკავებული ორი ქალი წერეთლის განყოფილებაში მიიყვანა. ამ წუთებში ისინი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობენ.

“ქრონიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ისინი მოსკოვის გამზირზე მდებარე ბინაში დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, თ. ჯ. წერეთელზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ის გუშინ, მეგობარ გოგოსთან ერთად ირაკლი ნოზაძესთან მივიდა და ნარკოტიკული ნივთიერების, ამფეტამინისთვის წინასწარ გადახდილი ფულის დაბრუნება მოითხოვა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი ნოზაძის მეგობარი ბიჭია. ახალგაზრდა ქალებთან დასალაპარაკებლად თავდაპირველად სწორედ ის ჩავიდა.

მეორე დაკავებული 1994 წელს დაბადებული ნ. თ-ა.

გამოძიება ჯანჯღავას მიმართ განზრახ მკვლელობის, თოფურიას მიმართ კი დანაშაულის დაფარვის მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს.

მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

იტვირთბა....