საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. მისი თქმით, მთავრობამ შეიმუშავა მცირე მთავრობის კონცეფცია.
ბახტაძის განცხადებით, იქნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ცვლილებები კი შეეხება შემდეგ უწყებებს:
კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის, მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანი და მასზე ზრუნვა, ასევე ადამიანური კაპიტალის შექმნა. ასევე, განათლება კულტურა და სპორტი. ამ დარგების მაღალი კოორდინაციის ხარისხი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს“- განაცხადა ბახტაძემ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.
დევნილთა სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნცქიები გადანაწილდება სხვადასხვა უწყებაზე.
დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტტრუქტურის სამინისტროში.
მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს. ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწმება შერიგების და სამოქალქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორიცლებას, რადგან დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში ასეთი მთავრობის ყოლა შედის.
რასაკვირველია სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3.9%-ზე. ჩვენთვის ეს იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი სხვადასხვა ინიციატივის სახით სხელმწიფო ბიუჯეტის წყაროს ანუ ისევე ჩვენს საზოგაოდებას მოხმარდება“- აღნიშნა ბახტაძემ ბრიფინგზე.
მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.