B ჯგუფში ფავორტი ესპანეთის ნაკრები მაროკოს შეხვდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
“ფურია როხა” ორჯერ აგებდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა იაგო ასპასმა ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა და ესპანელები ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა.
შემდეგ ეტაპზე ესპანელები მასპინძელ რუსეთს დაუპირისპირდებიან.