გარემოს დავის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილია როგორი ამინდი იქნება მოსალოდნელი საქართველოში.
25 – 27 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა 25 – 26 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
27 ივნისს ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.
28 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა +35, +40 გრადუსამდე მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში, 25 – 26 ივნისს, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
27 – 28 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.