ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაჩალიკაშვილი: “ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე განვაცხადე, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა”

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტიდან მისი შვილის საქმეზე კომისიის შექმნაზე საუბარი არ ყოფილა.

“კომისიის შექმნასთან დაკავშირებით არავინ შემხმიანებია. ამ საქმეში არანაირი სიახლე არაა. მე კომისიის შექმნაზე განვაცხადე, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. პანკისის ხეობაში საზოგადოებამ დაანონსა აქციები, ახლა კი ველოდებით ახალი მთავრობის დაკომპლექტებას. როცა მთავრობა ჩადგება თავის კალაპოტში აქციები გადაინაცვლებს მოდულთან” – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას.

იტვირთბა....