ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიაბერაშვილი: “ივანიშვილის ხელქვეითების მორიგი კაბინეტი ისევე წარუმატებელი იქნება, როგორიც აქამდე იყო”

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელქვეითების მორიგი კაბინეტი ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე იყო ყველა კაბინეტი.

„ჩვენ სულ რაღაც ექვსი თვის წინ გამოგვიცხადა ივანიშვილის წინა მთავრობამ, რომ შეამცირებდა სამინისტროების რაოდენობას და ამით დაზოგავდა ფულს, რომელიც რა თქმა უნდა მოხმარებოდა პენსიის ზრდას და სხვა სოციალურ ხარჯებს. ეს არ გააკეთეს მარტივი მიზეზის გამო – ვერ ელევიან საკუთარი და პარტიული აქტივის კეთილდღეობას. მათ არ შეუძლიათ ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმების განხორციელება’,’ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

იტვირთბა....