ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მწყემსებსა და ფერმერებს შორის დაპირისპირებას ნიგერიაში 86 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში შეიარაღებულ დაპირისპირებას 86 ადამიანი ემსხვერპლა . შეტაკებები ადგილობრივ მწყემსებსა და ფერმერებს შორის, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში მოხდა. არიან დაშავებულებიც.

სრულიად განადგურებულია 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მსგავსი შეტაკებები სადავო მიწისა და სასმელი წყლის გამო ნიგერიის სხვადასხვა რეგიონში ხშირად ხდება, რასაც ადგილობრივი სამართალდამცველები ვერ უმკლავდებიან.

ვითარების განმუხტვის მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

იტვირთბა....