ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტატუნაშვილის მამა: “შესაძლოა, ივლისში ინდივიდუალური სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში გადაიგზავნოს”

გიორგი ტატუნაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა, რომელიც ახალციხეში გაიმართა, რომ ინდივიდუალური სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესაძლოა, ივლისში გადაიგზავნოს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

არჩილ ტატუნაშვილის მამის თქმით, მთვარია, სარჩელზე თანდართული იყოს ექსპერტიზის დასკვნა. მისივე განცხადებით, დასკვნა თუ არ იქნება, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამების შედეგად გარდაიცვალა, მაშინ სარჩელს აზრი არ ექნება.

„სტრასბურგში სარჩელი ინდივიდუალურად შევა აგვისტოს ბოლომდე. როგორც იუსტიციის სამინისტრომ თქვა, სახელმწიფოთაშორისი უკვე გაიგზავნა. ამას თუ დასკვნა არ ექნება, რომ წამების შედეგად გარდაიცვალა, მაშინ აზრი არ აქვს სარჩელს. მე ჩემი თვალით ვნახე ფოტოები, როგორ არის ნაწამები. სხეულზე ერთ ადგილს ვერ უპოვით, რომ დაზიანებები არ ჰქონდეს. დაწყებული ქვედა კიდურებიდან, დამთავრებული სახემდე. ველოდებით სარჩელის გადაგზავნას. შესაძლოა, ივლისშიც მოხდეს. მთავარია, დასკვნა იყოს თანდართული. იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს“,- განაცხადა  გიორგი ტატუნაშვილმა.

გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელი მზადდება, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა განაცხადა. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ საქმის გამოძიება სრულყოფილად და ეფექტიანად წარიმართება.

ამასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე  საქართველოს სახელმწიფო მიმართავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე მუშაობა მალე დასრულდება და მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.

იტვირთბა....