ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაჩეჩილაძე: “მთავრობა სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღების იდეას აღარ განიხილავს”

სამთავრობო ცვლილებეზე საუბარი, მმართველ გუნდში, “ქართული ოცნების” ოფისში გუშინ, გვიან ღამით დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსული “ქართული ოცნების” წარმომადგენების მტკიცებით, რამდენიმე სამინისტროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კონკრეტულ გვარები კი – თუ ვინ დატოვებს მინისტრის თანამდებობას, ჯერ კვლავ უცნობია.

“მთავარი აქცენტები გაკეთებული იყო თვითონ შედეგებზე, თუ რა ეფექტი ამას ექნება როგორც ორგანიზაციული, სევე ფინანსური თვალსაზრისით”- აცხადებს გია ვოლსკი.

მთავრობის გადაწყვეტილებებს ეთანხმება ნუკრი ქანთარია, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც მას გარკვეული შენიშვნები აქვს.

“მთავრობას ვეთანხმები, მაგრამ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. შეიძლება კულტურიდან წავიდეს სასწავლო დაწესებულებები განათლებაში, მაგრამ სახელოვნებო უნდა დარჩეს ცალკე,”-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე კი აცხადებს, რომ კონსულტაციების შედეგად სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღება აღარ განიხილება.

“სახელმწიფო მდივნის, ეგეთი ინსტიტუტი აღარ იქნება, იყო ადრე ამაზე საუბარი, მაგარ აღარ იქნება. გადაწყვეტილება არის ესეთი მიღებული, რომ ის სამინისტროები რომლებიც ერთიანდებიან და უკვე გაერთიანებულია დარგებს ეყოლებათ თავისი მოადგილეები კურაციის ქვეშ,”-აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე

იტვირთბა....