ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგონა, რომელზეც მეუღლე და ძმა სისტემატურად ძალადობდნენ თავშესაფარშია გადაყვანილი

ქუთაისში მცხოვრები 25 წლის გოგონა, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, უკვე თავშესაფარშია.

სოციალური სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 3 წლის შვილთან ერთად ქუთაისში მცხოვრებ გოგონას სიტყვიერი შეურაცხყოფა ძმამ მიაყენა.

ახალგაზრდა ქალბატონი ყვება, რომ ძმა და მეუღლე, მას ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდნენ ამჯერად კი მის ძმასთან დაპირისპირების მიზეზი, გოგონას მეუღლის დაკავება გახდა, რომელიც სამართლდამცველებმა ასევე, მასზე ძალადობის ფაქტზე, 19 ივნისს აიყვანეს. თავშესაფარში გადაყვანის თხოვნით გოგონამ პოლიციას თავად მიმართა.

იტვირთბა....