ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქანთარია: ” კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ”

ნუკრი ქანთარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს ხარჯზე სამინისტროების შემცირების წინააღმდეგია.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, დღეს სავარაუდოდ მთავრობის რეორგანიზების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. “მე ვეთანხმები სამინისტროების შემცირებულ რაოდენობას, ოღონდ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. რაც მესმის, თითქოს არის ამაზე საუბარი. სასჯელაღსრულების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე კულტურისა და განათლების. ეს იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ. ტვინი უნდა იყოს თავში, გული კი გულის ადგილზე”, – განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატი მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ ჯერ სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

იტვირთბა....