ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფიფას” რუსი ფეხბურთელების დოპინგზე შემოწმებისკენ აშშ-მ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს (USADA) ხელმძღვანელმა ტრევის ტაიგარტმა მოუწოდა ფიფა-ს – დოპინგზე შეამოწმოს რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები. მისი აზრით, ამგვარი ზომები საჭიროა, რათა გარანტირებული იყოს საზოგადოების ნდობა მსოფლიოს ჩემპიონატის მიმართ.

„რუსეთის ნაკრების შემოწმება აუცილებელია, თანაც აქტიურად, რათა არავის შეეპაროს ეჭვი ამ ჩემპიონატის სისუფთავეში, ისინი, ვინც მაღალ შედეგებს აჩვენებენ, აქტიურად უნდა მოწმდებოდნენ“, – განუცხადა გაზეთ Telegraph-ს ტაიგარტმა.

ბრიტანული გამოცემა დაინტერესდა ამ საკითხით და ფიფას მიმართა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო.

„როცა ლაპარაკია ტურნირების დროს ტესტებზე, ჩვენ არ შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება“.

რუსეთის ნაკრები მესამე ტურის შეხვედრას 25 ივნისს ჩაატარებს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ.

იტვირთბა....