კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები გამართული იურიდიული დოკუმენტაციით დაბრუნდებიან, კლუბის ადმინისტრაცია მზად არის მათთან ითანამშრომლოს და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია მიაწოდონ. სამართალდამცველებმა კლუბ „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს. შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ „ბასიანში“ ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მათ საბუთების ამოღების უფლება კლუბის ადმინისტრაციამ არ მისცა.
„ბასიანის“ ხელმძღვანელობის ინფორმაციით, განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბში მივიდნენ, 24 მაისსაა გამოცემული ანუ მისი მოქმედების ვადა გასულია. ამასთან, მათივე თქმით, დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბის ფინანსური შემოსავლების შემოწმებას მოითხოვენ, სხვა იურიდიულ მისამართზე იყო გაცემული.