ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: ” ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი ფრაზა: „ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს“

ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ფლობს თუ არა ის ინფორმაციას მოწმეებზე ზეწოლის შესახებ, რომ ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი ფრაზა: ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს..

„პირდაპირ ინფორმაციას სამწუხაროდ ვერ ვფლობ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა და ყველანაირად ვცდილობდი, გავსულიყავი ვინმეზე, მაგრამ ზუსტად ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი რამ: „ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს“. ვისზე იყო საუბარი, სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი. რომელიღაც გამომძიებელი ან პროკურორი ეუბნება ამ ბავშვებს ასეთ სიტყვებს“, – განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, ზვიად კუპრავას, რომელიც ამ საქმეს თავისი გზებით იძიებდა, გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ბაბუა ბორის კაკუბავა იყო.

იტვირთბა....