ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მკვლეობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ კარგია, რომ როგორც იქნა მომეცემა შესაძლებლობა, ეკა ბესელიას პირისპირ შევხვდე და ვუთხრა, რაზეც ვარ განაწყენებული.
მისივე თქმით, ბესელიამ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავისი განცხადებებით პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა.
“დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ინფორმაციასაც ვფლობ. გამოძიებამ არაფერი გააკეთა. არ დაიჭირა მკვლელები. ფაქტობრივად, არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ყველაფერი არის უკვე გაჟღერებული. კომისიისგან დადებითი მოლოდინი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ვითანამშრომლებდი მასთან. რაც შეეხება ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე თავისი განცხადებებით”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საგამოძიებო კომისიის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, თუმცა მას ეკა ბესელია არ ესწრება.