“ქართული ოცნების” დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში იმ დროს მოხდა, როდესაც დეპუტატი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა.
შსს-ს განცხადებით, სხეულის დაზიანება არავის მიუღია. რაც შეეხება დამნაშავე მძღოლს, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.