გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 21 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.