სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, რომ კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა გრძელდება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში, ამიტომ საჭიროა თანამედროვე შეთავაზებები. ისინიც ატარებენ რეფორმებს და ჩვენი რეფორმები უფრო სწრაფი უნდა იყოს.
კახიშვილმა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციხე აღარ უნდა იყოს იზოლირების და დასჯის ადგილი.
„პენიტენციური სისტემა არის სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, უნდა იყოს ჩარჩოებში, ადამიანის უფლებათა სტანდარტებში, მაგრამ ამავდროულად, ვინაიდან ეს არის სარეჟიმო დაწესებულებები, ბუნებრივია, იქ ასევე პროპორციულად უნდა იყოს დაცული რეჟიმისა და უსაფრთხოების კუთხით სტანდარტები. კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა გრძელდება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში. ამიტომ საჭიროა თანამედროვე შეთავაზებები. ისინიც ატარებენ რეფორმებს და ჩვენი რეფორმები უფრო სწრაფი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წამოვიყვანოთ მათი გავლენებისგან. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს ციხეში, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანს საშუალება, სასჯელი მოიხადოს ნორმალურ პირობებში, ჩაერთოს რეაბილიტაციის პროგრამებში და ციხე აღარ იყოს იზოლირების და დასჯის ადგილი“, – განაცხადა კახიშვილმა.