ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “დადასტურდა რომ თბილისში გამართული აქციები “ნაციონალური მოძრაობისა” და „რუსთავი 2“-ის მიერ იყო ორგანიზებული”

დადასტურდა, რომ თბილისში, გასული კვირების განმავლობაში გამართული აქციები “ნაციონალური მოძრაობის”, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და „რუსთავი 2“-ის მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიამ ისაუბრა.

ასე გამოეხმაურა ბესელია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ აქციები იდეოლოგიურად თავიდან ბოლომდე ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული.

“ეს აღიარება ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით და პირველივე დღიდან ნათლად ჩანდა. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია “ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოიყენეს. ამას ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, უბრალოდ გუშინ დაადასტურეს, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევას იყენებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. მე არ ვიცი, ბატონი ზაზა სარალიძე რატომ განაწყენდა მაშინ, როცა ეს პორველად ვთქვი. ეს ღიად დაადასტურა როგორც გვარამიამ [„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი], ისე ნათელაშვილმა. მე მგონია, რომ გუშინდელი განცხადებების შემდეგ, ამ საკითხზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი – ამ პროცესების უკან ცალსახად იდგა “ნაციონალური მოძრაობა”, მისი ტელევიზია “რუსთავი 2″, შალვა ნათელაშვილი და სხვა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....