ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შემოსულია 205 შეტყობინება”

“ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შემოსულია 205 შეტყობინება, ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში

იტვირთბა....