“ცოტა ხნის წინ დაუფიქრებლად და ნაჩქარევად გააუქმეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩემი ინფორმაციით ამან საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა, რაც ჯერ კიდევ გაანალიზებული არ არის. #სიკვდილითსავსექალაქი. ამიტომ სამინისტროების დაყოფა/შეერთება არ არის სათამაშო საქმე და შესაბამისს ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.
შეგაახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება.