ოზურგეთის საკრებულოსთან, სადაც სოფელ ნასაკირალის მცხოვრებლები აქციას მართავდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემას აპროტესტებდნენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნიკა მელია და “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.