“რომ მიხვდა პარტია აღარ აქვს – ჩაუფლავდა, ახლა კომისიაში ეტენება.
მანამდე ეს, ამისი ბანძი მრევლი და ბანძი ტელევიზია, ტალახის გუნდებს ზელდნენ, გვესროდნენ და ბესელიას და ქუცნაშვილს გვიძახდნენ”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლება არის ჩამოშლის პირას, ივანიშვილი როგორც პითონი იცვლის კანს, მაგრამ კანი აქვს ძალიან თხელი, ძალიან ადვილია უკვე მასთან მისვლა.
“აი ამის ფონზე ახლა საგამოძიებო კომისიას უკვე აქვს აზრი, ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა დაიბაროს ყოფილი პრემიერი, იმედია ყოფილი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, იმიტომ რომ ისინი არიან დანაშაულის უშუალო მონაწილეები, ყოფილი პროკურორი და მიაღწიოს ამ ხალხის შავბნელი ქმედებების ბოლომდე გამოძიებას და მათი კავშირის დადგენას ივანიშვილთან, იმიტომ, რომ ის რაც მოხდა იგივე მარნეულში, ამის პირდაპირ ავან-ჩავანი არის ივანიშვილი.” – ამბობს სააკაშვილი.