მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ბრალი დღეს წარუდგინეს.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქე ბოდიშს იხდის, რომ ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი სავარაუდოდ, საკუთარ შარდს სახეზე ისვამს. აღნიშნულ ფაქტზე რეპორტაჟი სტუდია “მონიტორმა” მოამზადა.
ფოტო: “პირველი არხი”