ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”

“მამუკა ბახტაძესთან ერთად გუნდი განაგრძობს კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე,“- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერის კანდიდატად მამუკა ბახტაძის დასახელების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უახლოეს მომავალში კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გახდება ცნობილი.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატებზე არ უსაუბრიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე კონსულტაციები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 13 ივნისს დატოვა. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტი გადაყენებულად ითვლება.

იტვირთბა....